აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულთან
დაკავშირებით, 15-16 აპრილს, ავტობუსებით
მგზავრობა უფასო იქნება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი"-ს
თბილისის მერიაში განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში ტრანსპორტი
სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
ორი დღის
განმავლობაში, 08:00-18:00 საათამდე, ექვსი სასაფლაოს
მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ტერიტორიიდან
გავლენ, „სადგურისა" და "მარჯანიშვილის მოედნიდან" - კუკიის სასაფალოს
მიმართულებით, "დელისის" მეტროდან კი - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით.
ასევე, უფასო
იქნება მგზავრობა "სარაჯიშვილის" მეტროდან - თბილისის ზღვის მიმართულებით და
ჭიჭინაძის ქუჩიდან - ველის მიმართულებით.
მერიის
ინფორმაციით, მგზავრობა უფასო იქნება მეტროპოლიტენით
შაბათს ღამეს და მეტრო 03:00 საათამდე
იმუშავებს.
internet.ge