საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, საერთაშორისო
სწავლება
„საქართველო
2012" დასრულდა.
სწავლების
დასრულების
საზეიმო ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური
კოორდინაციის
ცენტრის უფროსი გიუნტერ ბრეტშნაიდერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
იალღუჯის
პოლიგონზე
სხვადასხვა
ქვეყნის სამაშველო ჯგუფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. მათ დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნებმა სამაშველო სამუშაოების დროს გამოყენებული აღჭურვილობა გამოიტანეს. ნოდარ ხარშილაძემ და გიუნტერ
ბრეტშნაიდერმა
სწავლებაში
მონაწილე
34 ქვეყნის
წარმომადგენლებს
შესაბამისი
სერთიფიკატები
გადასცეს.
„საერთაშორსო სწავლების „საქართველო 2012" მიზანი სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება იყო.
სწავლებაში
ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ათასი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე საქართველოს სხვადასხვა ოფიცილაური სტრუქტურების წარმომდგენლები მონაწილეობდნენ.
წვრთნას
13 ქვეყნის
დამკვირვებლები
დაესწრნენ.
„საქართველო
2012" პარტნიორობა
მშვიდობისათვის
პროგრამის
ფარგლებში
მიმდინარეობდა.
საველე სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტან ერთად, კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა და ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოს ჯგუფები მონაწილეობდნენ“,-
აღნიშნულია განცხადებაში რომელიც სამინისტროს ოფიცაიალურ გვერდზე განთავსდა.
internet.ge