მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 29 სექტემბრისთვის
23:08 28.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. მოიმატებს ავარიებისა და ტრავმების ალბათობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ძლიერდება სწრაფი რეფორმებისა და სიახლეების, სხვებისათვის საკუთარი ნების მოხვევის სურვილი.
მინერალებიდან სასიკეთოა: მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, ალექსანდრიტი, მარგალიტი, ლალი. ფერებიდან დადებითია: მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი, ვერხლისფერი, წითელი და ყვითელი. კონკრეტული სიზმრები ახდება. მოერიდეთ საიდუმლო საქმიანობას და ფარულ სასიყვარულო შეხვედრებს, - დღეს საიდუმლო ადვილად გამოაშკარავდება.
უარი თქვით ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებაზე, მაღალია მოტყუებისა და ღალატის ალბათობაც. დღე სასიკეთოა მოგზაურობისათვის, იურიდიული საქმეებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, კაპიტალდაბანდებებისათვის, სპონსორებისადმი მიმართვისათვის, საზოგადოების წინაშე გამოსვლისათვის, ქორწინებისათვის, კონტრაქტების გასაფორმებლად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ტერფები, ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, თავი, თვალები და ცხვირი.
დღე დადებითია კუროსა და მორიელისათვის. უარყოფითია ლომისა და მერწულისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|