GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ექსპერტ-კრიმინალისტი: პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის კადრები დადგმულია (VIDEO)
11:52 29.09.2012
დღის სიახლეები

ლიტველი ექსპერტ-კრიმინალისტი რომას რაუდუსი გლდანის მე–8 დაწესებულებაში, პატიმრებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.

რაუდუსი BBC-ს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ  პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტები დადგმულია.

როგორც BBC იუწყება, ლიტველმა ექიმმა პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად ტელევიზიით შეიტყო, რის შემდეგაც, ლიტვის იუსტიციის მინისტრმა ის საქართველოში გამოგზავნა. 

მისი თქმით, საქართველოში ყოფნის დროს,  იმ ორ პატიმართან გასაუბრების საშუალება მიეცა, რომლებიც კადრებში არიან. 

„ვინაიდან, საქართველოში ქვეყნის პროკურატურის მოწვევით ვიმყოფებოდი, დავინტერესდი, მართლაც ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი სექსუალურ ძალადობას. პატიმრებმა მათ წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი უარყვეს.  დეტალების ახსნისგან კი, თავი შეიკავეს. არც ის თქვეს თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ ფილმში. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ უფრო მეტი იცის. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ ისინი გააფრთხილეს, დამდგარიყვნენ იმ პოზიციაზე, რაც ფილმში უჭირავთ და ეკეთებიანათ ის, რაც გააკეთეს. ასეთი სექსუალური ძალადობის ნიშნები ადამიანის სხეულზე წელზე მეტ ხანს რჩება, მე მათზე ასეთი სახის ნიშნები ვერ ვიპოვე. რასაკვირველია, ადამიანები მალავენ იმ ფაქტებს, რისიც მათ ცხვენიათ,  მაგრამ მსგავსი სახის დაზიანებები, რომელიც ფილმში ნაჩვენები ვიდეოს მიხედვით, მათ უნდა ჰქონდეთ, სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება“, – განაცხადა რაუდუმ.

BBC-იმ მოგვიანებით ინტერვიუ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ალასანიასგანაც აიღო, სადაც აღნიშნა: „მინდა გითხრათ, რომ წამების ეს სასტიკი სცენები ტელევიზიით გავრცელდა და ის ქართულმა საზოგადოებამ ნახა. აღნიშნული კადრები სისტემის პრობლემებზე მიუთითებს. ხოლო ის, რასაც ექიმი ამბობს დამაჯერებლობას მოკლებულია.“

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვინ ფიგურირებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში1
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა2
კალაძეს სამოქმედო გეგმა არ აქვს, თუმცა თვლის, რომ წარმატებული მინისტრი იქნება3
ექსპერტ-კრიმინალისტი: პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის კადრები დადგმულია (VIDEO)4
9 წლის გოგონას ყური ნეკნისგან დაუმზადეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X