ITAR-TASS: „საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ცდილობს“
რუსული მედიასაშუალება ITAR-TASS საქართველოს
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სათაურით „საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ცდილობს“
– სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში
საინფორმაციო საშუალებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის
კომენტარები მოჰყავს: „ჩვენ გვყავს იმდენი სადამკვირვებლო მისია, რამდენიც საჭიროა
მონიტორინგისათვის...უცხოელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში
ვითარება ძალიან დაძაბულია, მაგრამ, ამავე დროს მოსახლეობას თავისუფალი აზრის
დაფიქსირება შეუძლია,“-აცხადებს ბაქრაძე.
ITAR-TASS–ს ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოსაზრებასაც ავრცელებს და
წერს, რომ ისინი ხელისუფლებას შანტაჟსა და მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებენ.
დამოუკიდებელი
მედიასაშუალება კი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობაზე საუბრობს და აღნიშნავს:
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, მონიტორინგს 60 უცხოელი და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის არიან ევროკავშირი, ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა, შავი ზღივის თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვები,“-
ნათქვამია სტატიაში.
Internet.ge