GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაზღვევის სფეროს სიახლეებზე ისაუბრა
14:47 13.04.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიდიცინო დაწესებულებაში განთავსდება. ამის შესახებ განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მცხეთაში, სამედიცინო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბანერზე მოცემული იქნება ინფორმაცია სამედიცინო მომსახურებების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირებს სადაზღვევო პოლისის ფარგლებში უფინანსდებათ.

2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს ყველა პენსიონერი და 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვი, ხოლო წლის ბოლოს, საქართველოს თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება. ამ ფონზე სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს დაზღვეულ მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და მათთვის ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფას.

„სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქე სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ. მიუღებელია, დაზღვეულმა ვერ, ან არასრულყოფილად ისარგებლოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით. ინფორმირებული მოქალაქე უკეთესად დაიცავს საკუთარ უფლებებს, ან მიმართავს სახელმწიფოს ამ უფლებების დასაცავად" - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პრეზენტაციის შემდეგ მინისტრმა მცხეთის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და ექიმებს გაესაუბრა. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის" მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია და იქ 175 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული.

ახალ სამედიცინო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ამბულატორიულ, სტაციონარულ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურებებს იღებს. სადაზღვევო კომპანიამ კლინიკის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაზღვევის სფეროს სიახლეებზე ისაუბრა1
ლიტვის თავდაცვის უფროსი საქართველოს დღეს დატოვებს2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X