სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
ინფორმაციით, 2012 წლის 20 სექტემბრიდან 107 პატიმარი იქნა გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო 78 პატიმარი სამოქალაქო სექტორის საავდამყოფოებში. 8 პატიმარს გაუკეთდა სხვადასხვა სახის ოპერაცია, მათ შორის გულის შულტირება, სახსრის პროთეზირება და სხვა.
უწყების ინფორმაციით, წარსულში, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
პატიმართა
მიღების დროს, ძირითადად არადანიშნულებისამებრ
ხდებოდა საკარანტინე ნაწილში პატიმართა განთავსება.
„სამინისტრო
აუცილებელად
მიიჩნევს,
კარანტინის
გავლის დროს მოხდეს დაწესებულებაში შესული ახალი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა გადამდები დაავადებების სისტემაში გავრცელება;
მიგვაჩნია,
რომ სათანადო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, თავიდან აგვაცილებს დაავადებათა გამწვავებას. როგორც განვილილი პერიოდი ცხადყოფს, პატიმართა ჯანმრთელობის მიმართ არასათანადო ყურადღება, ხშირად ხდებოდა სხვა უფრო რთული დაავადებების განვითარების საფუძველი;
მინისტრმა
დავალება მისცა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელსა და სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ პატიმართა მიმართვებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, გაუწიონ მათ სათანადო სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დააყენონ პატიმართა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი. ამავდროულად სამინისტროს მხრიდან დამატებით განხორციელდება ყველა სათანადო მედიკამენტისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებების შეძენა.
აღსანიშნავია,
რომ 2012 წლის 20 სექტემბრიდან აქტიურად ამოქმედდა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული პერიოდიდან სასჯელი გადაუვადდა 20-მდე მსჯავრდებულს.
სამინისტროს
მიერ ციხის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა შეუქცევადი ხასიათისაა, რაც მიგვაჩნია, რომ გააუმჯობესებს როგორც ზოგადად პატიმართა ჯანდაცვის მდგომარეობას და ასევე მაქსიმალურად შეამცირებს ციხეებში სიკვდილობის მაჩვენებელს“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge