დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საპრლამენტო არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, დღესვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის
უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება.
მოქალაქეები პარლამენტს
4 წლის ვადით ირჩევენ. დეპუტატთა რაოდენობა 150- ით განისაზღვრა, აქედან, 77 დეპუტატი
პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული.
საქართველოს მთელს
ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.
არჩევნები ტარდება საზღვარგარეთ გახსნილ 45
საარჩევნო უბანზეც.
ცესკოს ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს არჩევნები საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე ჩატარდება.
ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის 71 ე.წ
სპეციალური უბანი გახსნა. ორი მსგავსი უბანი გახსნილია საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი -
სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და
პოლიციაში.
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს 61 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაუწევს.
internet.ge