‘’პატიმრები იარაღით დადიან და ქალებიც ჰყავთ" - პატიმარმა უპრეცენდენტო პროექტი დაიწყო (VIDEO)
ციხიდან
გათავისუფლების ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა საერთაშორისო კრიმინალურ წრეებში
ცნობილმა, რუსეთის მოქალაქემ - მეტსახელად „ლიოხა ტარზან“ და „ლეონ ბარ“ - ლეონიდ
ფაინბერგმა, რომელიც პანამის ციხეში იხდის სასჯელს.
ინტერნეტ-ტექნოლოგიებისა
და მობილური ტელეფონის საშუალებით მან უპრეცენდენტო პროექტი დაიწყო - „რეალითი შოუ
გისოსებიდან“.
ის
იმედოვნებს, რომ შოუ მას პოპულარობასა და ფულს მოუტანს, რაც საშუალებას მისცემს
მოისყიდოს ლათინოამერიკული ქვეყნის თემიდა. ამის შესახებ მან თავის ვიდეობლოგზე MrPrisonerTV-ზე დაწერა.
ფაინბერგი
სუტენიორობისა და ნარკოვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. მისი სახელი კარგადაა ცნობილი
ამერიკელი და რუსი სამართალდამცველებისთვის.
ის
დღესდღეობით ციხიდან აწარმოებს ბლოგს და ინტერნეტმომხმარებლებს კურიოზული თხოვნით
მიმართავს - დაეხმარონ 65 ათასი დოლარის შეგროვებაში, რათა თანხა
გასათავისუფლებლად გადაიხადოს.
ის წერს, თუ
რა მდგომარეობაა ციხეში: პატიმრები იარაღით დადიან და ქალებიც ჰყავთ.
ამის დასტურად მან ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გაურკვეველი სქესის
ადამიანია გადაღებული.
Internet.ge