საკაბელო კომპანიების ნაწილმა „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ საკუთარი ქსელიდან გათიშა
რეგიონალური
საკაბელო კომპანიების ნაწილმა „მაესტრო“ და „მეცხრე
არხი“ საკუთარი ქსელიდან გათიშა. აღნიშნული განცხადება
"მასთ
ქერის"
მონიტორინგის
ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან დოლიძემ მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დოლიძის ინფორმაციით, არხები ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და გორში გაითიშა.
„მას თქერის
გაგრძელებასთან
დაკავშირებით
საზოგადოების
მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ამასთან, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკაბელო ოპერატორების ნაწილი ისევ აგრძელებს „მე-9 არხისა“ და "მაესტროს" ტრანსლირებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას კანონი არ ავალდებულებს“,-
განაცხადა
დოლიძემ.
Internet.ge