ჩინეთში ორი სამგზავრო
კატარღის შეჯახებამ 36 ადამიანის სიცოცხლე
იმსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთ კატარღას, რომელშიც 120 მგზავრი
და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა, მოულოდნელად მეორე შეეჯახა და ჩაიძირა.
ინციდენტის შედეგად
ადგილზე 28 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
კიდევ რვა დაიღუპა.
ხელისუფლების
წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს დაკარგულთა ფართომასშტაბიანი საჰაერო და საზღვაო
ძიება.
მგზავრები ჰონ-კონგში ჩინეთის
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მიემგზავრებოდნენ.
internet.ge