გაყინული
კარტოფილი, რომელსაც სწრაფი კვების ობიექტებში გვთავაზობენ, შესაძლოა, კიბოთი დაავადების მიზეზი გახდეს.
ასეთი
შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ასშ-ის ქიმიური ასოციაციის ექსპერტებმა ჩაატარეს.
ვიდრე
ამ კარტოფილს გაყინავენ, მას ჭრიან, აშრობენ და ნაწილობრივ წვავენ. ის გარედან თითქმის
შემწვარია, შიგნიდან კი - უმი. ეს იმიტომ, რომ მერე მოსამზადებლად ბევრი დრო აღარ
დასჭირდეს და სწრაფი კვების ობიექტებიც კლიენტებს მალევე მოემსახურონ.
მაგრამ ექსპერტების დასკვნით, სწორედ ეს პროცესი მოქმედებს კარტოფილში კარცეროგენ
არკილამიდის რაოდენობის შენარჩუნებაზე.
სპეციალისტები
მწარმოებლებს მოუწოდებენ, უფრო ეფექტური საშუალება მონახონ კარტოფილის
მოსამზადებლად, რომელშიც შემცირებული იქნება რაოდენობა არკილამიდისა, რომელიც სხვა
არაერთ კვების პროდუქტშიც შედის. თუმცა მთავარი სწორედ მომზადების ტექნოლოგიაა,
კარტოფილის გაყინვა კი ამ კარცეროგენის რაოდენობას არ ამცირებს.
ეს
კი, თავის მხრივ, სპეციალისტების აზრით, კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
internet.ge