GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლატინინა: ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ
13:56 03.10.2012
დღის სიახლეები

„ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო რუსულმა არმიამ“ - სტატიას ასეთი სათაურით რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა აქვეყნებს, რომელსაც მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ქართველებმა საკუთარი მომავალი გაანადგურეს.

ლატინინა მკითხველს შეახსენებს, რა სიტუაცია იყო საქართველოში, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა: არ იყო დენი, ქვეყანას რეალურად ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ, სააკაშვილმა კი ამის აღკვეთა შეძლო და საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახადა.

ლატინინას აზრით, ქართველი ამომრჩევლისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ნახევარზე მეტმა ხმა ოპოზიციას მისცა, რომელიც არც მალავს და „კანონიერ ქურდებს“ წარმოადგენს (მაგალითად ხაინდრავას საფრანგეთში შეხვედრის კადრები მოჰყავს).

“ქართული ოცნება ტახტზე წამოწოლაა, რომ ვიღაცამ სარეცხი მანქანა გაჩუქოს, ან ბინა, ან კიდევ უკეთესი - თვითმფრინავი,” - წერს ლატინინა.

ის დარწმუნებულია, რომ ქართული ექსპერიმენტი დასრულებულია და აღარ აქვს აზრი, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

„თუ გაიმარჯვებს მმართველი პარტია, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ის სოციალურ დათმობებზე წავა  და მცირე ბიუჯეტს დახარჯავს არა გამჭვირვალე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, არამედ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ მოქალაქეთა დასაკმაყოფილებლად; ხოლო თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს - იქნება ის, რაც მხოლოდ კუბაშია,- წერს ავტორი.

ლატინინა საბოლოოდ ასკვნის, რომ უნივერსალური საარჩევნო უფლება და სახელმწიფოსა და ეკონომიკის რადიკალური რეფორმები ღარიბ ქვეყანაში - შეუთავსებელია.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსკოვი საოკუპაციო ბაზების ინსპექტირებას იწყებს1
ჩიტაძე: რასმუსენის განცხადებით, რუსულმა დიპლომატიამ სრული კრახი განიცადა2
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა3
უფლისციხეში თეატრალური კონფერენცია გაიმართება4
დემეტრაშვილი: ძალოვანი მინისტრების დანიშვნაზე პრემიერს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X