ფიზიკოს ალბერტ
აინშტაინის ხელნაწერი „ღმერთის წერილი“, რომელიც მან გარდაცვალებამდე ერთი წლით
ადრე დაწერა, აუქციონზე სამ მილიონ ამერკულ დოლარად გაიყიდა.
აღნიშნულ წერილში
აინშტაინი ღმერთსა და რწმენაზე საუბრობს. „ეს წერილი ჩემი აზრით, ნამდვილად არის
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა“, – აცხადებს აუქციონის ხელმძღვანელი ერიკ
გაზინი.
„სიტყვა ღმერთი ჩემთვის
არაფერია გარდა ადამიანის სისუსტის პროდუქტის გამოხატვისა. ბიბლია საპატიო
კოდექსია, თუმცა, მასში მაინც პრიმიტიული და ბავშვური ლეგენდებია მოყვანილი. არ
აქვს მნიშვნელობა რა ინტერპრეტაციას მისცემ მას ან როგორ შეცვლი,“ – წერს ნობელის
პრიზიორი თავის წერილში.
აინშტაინმა წერილი
გერმანიაში 1954 წლის 3 იანვარს გუტკინდის
„აირჩიე ცხოვრება: ბიბლიური ზარი აჯანყდა“ წაკითხვის შემდეგ დაწერა.
ალბერტ აინშტაინის ნამუშევრების
ბოლო აუქციონზე, რომელიც 10 წლის წინ ჩატარდა, მისი ერთ-ერთი წერილი 2 მილიონ
ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
Internet.ge