ოპოზიციური ბლოკის ლიდერს
ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობები აქვს - წერს Reuters
Breakingviews-ის კოლუმნისტი მარტინ
ჰატჩინსონი.
„მისი თქმით, ქართული ოპოზიცია მომხიბვლელად ვერ გამოიყურება:
ივანიშვილის მდომარეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს,
რომელიც მან 1990-იან წლებში დააგროვა -
პრივატიზაციის ტალღისა და რუსეთში ფინანსური ბაზრის ფორმირების დროს. მიუხედავად
იმისა, რომ მან რუსეთი 10 წლის წინ დატოვა, მისი სიმდიდრე მაინც იქიდან არის.
ყოველ შემთხვევაში, ის არ არის კრემლის მტერი,“ - წერს ჰატჩინსონი.
ის წერს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ახლა პუტინს
მასზე კონტროლის აღდგენა სურს.
„უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად, ივანიშვილი თავის ქვეყანას
წაიყვანს გზით, რომელიც უფრო შეჯერებული იქნება რუსულ დიპლომატიასთან. მაგრამ
როგორც იანუკოვიჩმა, მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი ახალი როლი პერიოდულად
იძულებულს გახდის თავისი ქვეყნის ინტერესები მფარველის ინტერესებზე მაღლა
დააყენოს. ყოველ შემთხვევაში, ის ასე უნდა მოიქცეს, თუ არ სურს ქართველმა
ამომრჩეველმა ინანოს თავისი არჩევანი,“ - წერს „Reuters Breakingviews“-ის
კოლუმნისტი.
internet.ge