GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" განცხადება მუქარის ფაქტების შესახებ
21:03 04.10.2012
დღის სიახლეები
საქართველოში, პირველ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე, გახშირდა მუქარისა და პირადი შეურაცხყოფის შემცველი წერილების გაგზავნა კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალი მედია-ორგანიზაციების: www.presa.ge  www.internet.ge www.itv.ge  www.droni.ge  როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლების მიმართ. 

გუშინ და გუშინწინ კი, ქუჩაში, კავკასიის იტერნეტ მედია ჯგუფის თანამშრომელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. 

თუმცა, მუქარა, ძირითადად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდება. ამ ფაქტს, ყურადღებას არც ადრე ვაქცევდით და არც ახლა მივაქცევდით, რომ არა ერთი გარემოება: პირველი ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესმა ინტენსიური სახე მიიღო: 

მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, პორტალის თანამშრომლებმა მიიღეს რამდენიმე წერილი, რომლებიც შეურაცხყოფასთან ერთად, კონკრეტულად შეიცავს სიცოცხლის ხელყოფის მუქარასაც. 

ამასთან, მუქარა ხორციელდება „ფეისბუქის“ ისეთი მომხმარებლებისგან, რომელთა იდენტიფიცირება ფოტოს ან პირადი მონაცემების მიხედვით, შეუძლებელია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ უმრავლესობას, საკუთარი პროფილის ფოტოს ან ე.წ. ქუდის ფოტოს საშუალებით, აშკარად აქვს გამოხატული პირადი სიმპათია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ.

არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, მუქარის ავტორებს ბევრი რამ აკავშირებდეთ კოალიციასთან და საერთოდ, ეს წერილები მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ იგზავნებოდეს. 

„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ აუცილებლად მიიჩნევს, რომ მუქარის ფაქტების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ რიგში კი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები, ვინაიდან სახეზეა დევნის მცდელობა პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა. 

მიუხედავად ამისა, გვინდა განვაცხადოთ ხაზგასმით: კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალი მედია ორგანიზაციები მუშაობას არ წყვეტენ. მეტიც, მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ სრული დატვირთვით და მეტი ენთუზიაზმით. 

და ბოლოს, მივმართავთ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მოვუწოდებთ, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შეწყდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა თუ აქტივისტების მხრიდან და ეცადოს, საქართველოს მოქალაქეები და ევროპა დემოკრატიით გაგვაკვირვოს. 

იხ. წყარო

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი: საქართველო არ არის მზად ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის1
პროკურატურა სერჟანტის მიერ ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 4 წლიან პატიმრობას ითხოვს2
კიმ ჩენ ირის არასათანადო გლოვისთვის კორეელი გენერალი ნაღმმტყორცნით დახვრიტეს3
გინესის ახალი რეკორდსმენი გამოვლინდა4
ბორჯომის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X