ინდოელმა
ქირურგებმა 19 წლის სტუდენტის კუჭიდან 2 კილოგრამიანი სიმსივნური წარმონაქმნი
ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ მეცადინეობის დროს გოგონა თავისდაუნებურად, ცარცსა და
საკუთარ თმებს ჭამდა.
მან
ექიმებს იმის გამო მიმართა, რომ ბოლო პერიოდში ვეღარ ჭამდა. გამოკვლევების შედეგად
კი კუჭში თმის გროვა აღმოაჩინეს, რომელსაც მედიცინაში ტრიხობეზოარი ეწოდება.
ოპერაციის
შემდეგ გოგონამ განაცხადა, რომ მეცადინეობის დროს გამოუმუშავდა ჩვევა - ის
უნებურად ჭამს ცარცსა და თმებს და ამას ავტომატურად აკეთებს.
ექიმების
თქმით, ეს ყველაზე დიდი ზომის ტრიხობეზოარია, რომელიც მათ ბოლო წლებში უნახავთ.
მაგალითად
2007 წელს ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს 4,6 კილოგრამიაინი მსგავსი სიმსივნური
წარმონაქმნი ამოჰკევთეს. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი საკუთარი თმის ჭამის მავნე ჩვევა
იყო.
Internet.ge