იაპონიაში
სკოლის მოსწავლეებს გიგანტური მწერები დაესნენ თავს. შედეგად, 25 მათგანი
ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა
უამაგუტის პრეფექტურაში მოხდა, სკოლის სიახლოვეს.
ექიმების თქმით, საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო
სიმძიმისაა.
„სუძუმებატები“
ანუ „ბეღურა-ფუტკრები“, რომლებსაც იაპონიაში „მკვლელ-ფუტკრებსაც“ უწოდებენ,
საკმაოდ მოზრდილები არიან და იაპონიის კუნძულებზე ბინადრობენ. ზოგჯერ მათი სხეულის
სიგრძე 8 სანტიმეტრსაც აღწევს, მათი საშუალო ზომა 4-5 სანტიმეტრია, ფრთებს კი 5-6
სანტიმეტრზე შლიან.
„მკვლელი-ფუტკრები“
ძალზედ აგრესიულები არიან და ხშირად ესხმიან თავს ადამიანებს. მათი ნაკბენი
ანაფილაქტურ შოკს იწვევს და სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
ყოველწლიურად
ამ მწერებისგან ათობით ადამიანი იღუპება.
ამასთან, ისინი
მეფუტკრეების მტრებიც არიან, რადგან „სუძუმებატებს“ შეუძლიათ, ერთ წუთში 40
ჩვეულებრივი ფუტკარი მოკლან.
Internet.ge