GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წალკაში ქართული ენის სახლი გაიხსნა
13:34 14.04.2012
დღის სიახლეები

ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს. 

ენის სახლში ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. სახელმწიფო ენის დაუფლებას აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს.

ქართული ენის სახლები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში  გაიხსნება. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში უკვე მოქმედებს რვა ქართული ენის სახლი. ასეთი ცენტრები  სხვა რაიონებშიც ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას.

ახლადგახსნილ ქართული ენის სახლში სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ქართულ ენას  სპეციალურად შექმნილი ინტენსიური კურსის მეშვეობით შეასწავლიან.

ქართული ენის სახლებისთვის  საგანგებოდ მომზადდა პროგრამები, შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, შენობები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით. ასეთ ცენტრებში კვალიფიციური პედაგოგები თანაბარ პირობებს უქმნიან ყველა მსურველს, მიიღონ განათლება და გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.

სამინისტრის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ ქართული ენის სახლი 14 აპრილს ქართული ენის დღეს გაიხსნა. 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა.

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცხინვალის რეგიონის დეპუტატები რუს ჟურნალისტებს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ1
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება2
ირაკლი ალასანია მოადგილეებს დაასახელებს3
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ფეისბუქის მეგობრებს4
დასუფთავების ტარიფის განახევრების საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X