რადიო
„თავისუფალი ევროპა“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სათაურით
„ქართული ოცნებიდან ქართულ რეალობამდე“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებულ
„ქართულ ოცნებას“ ორი სახის დიდი გამოწვევა აქვს.
„საპარლამენტო
არჩევნებში გამარჯვებული გუნდი საშიში ამოცანების წინაშე დგას: როგორ მოახდინოს
მთავრობის ფორმირება და რა სახის პროგრამა შექმნას. კოალიციამ უნდა დაანახოს
მოსახლეობას, რომ მათ მოახერხეს ცხრა პარტიის ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანება.
ამასთან, მათ უნდა შეძლონ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაარსებობა,
რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისაგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს, “ –
წერს მედიასაშუალება.
სტატიის
ავტორის, რობერტ კოალსონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სპიკერმა, მაია
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრემიერ–მინისტრის კაბინეტის
დაკომპლექტება.
„FREE EUROPE”–ს პროფესორ გია
ნოდიას კომენტარიც მოჰყავს, სადაც ის აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური
მოტივები და შესაძლებლობები ღრმა ეჭვს იწვევს.
„ქართულ
ოცნებას“ სურდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაძაბუნება. 2 ოქტომბერს ივანიშვილმა
პრეზიდენტს მოსთხოვა გადამდგარიყო, თუმცა, მეორე დღეს ეს გადაწყვეტილება შეცვალა
და განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტთან ერთად იმუშაოს“, – აღნიშნულია სტატიის
ბოლოს.
Internet.ge