დღეს, 5 ოქტომბერს,
Apple-ის თანადამფუძნებლის, თავმჯდომარისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის,
სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა.
კომპანია Apple–მა
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ ვებ–გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა,
სადაც აღნიშნულია: „დღევანდელი დღე ყოველი ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, რადგან
შარშან ამ დროს სტივი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც
მან მსოფლიოს დაუტოვა არის Apple. კომპანია მის გარეშე
ასეთ კრეატიულ ნამუშევარს ვერ შექმნიდა. ჩვენთვის დიდი პატივია მისი საქმიანობის
გაგრძელება.“
სტივ ჯობსი 2011 წლის 5
ოქტომბერს პანკრეასის სიმსივნით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალებამდე რამდენიმე
თვით ადრე გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა.
Internet.ge