ფლორიდელი იზაბელ
გონსალესის განცხადებით, მას სპა ცეტრში
ვიზიტის შედეგად სახეზე უმწვავესი ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ხუთი ოპერაციის
ჩატარება მოუხდა, თუმცა, უშედეგოდ.
„დედაჩემს ვთხოვე
შვილებს მიმიხედოს, იმიტომ, რომ გადარჩენის იმედი აღარ მაქვს“, – აცხადებს
ჟურნალისტებთან საუბარში გონსალესი.
დაზარალებულის
თქმით, სპა ცენტრში ჩატარებული პროცედურების შემდეგ მას სახე შეუშუპდა და ინფექცია
განუვითარდა.
ქალბატონმა
სალონის მომსახურებით აგვისტოს თვეში ისარგებლა და მას შემდეგ ხუთი ოპერაცია
ჩაუტარდა, თუმცა, შედეგის არქონის გამო მან სილამაზის ცენტრის წინააღმდეგ
სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სამართალდამცავებმა „Viviana's Body Secrets“–ის ხელმძღვანელი დააკავეს და ცენტრი
დახურეს.
გონსალესი
სპა ცენტრში სახის კანის გასაახალგაზრდავებლად მივიდა, რისთვისაც მას სხეულში
სპეციალური ვიტამინი შეუყვანეს.
internet.ge