სიღნაღის რაიონული სასამართლო კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილებას ცოტა ხანში გამოაცხადებს.
საჩივრის განხილვა გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოსამართლემ ვაქირის მე-5 საარჩევნო უბნის კომისიის 12-ვე წევრის ჩვენებები მოისმინა.
"ქართული ოცნება" სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
კოალიცია აღნიშნულ უბანზე იმ ოქმის აღიარებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, გელა გელაშვილმა გაიმარჯვა.
internet.ge