საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა. სააღდგომო ლიტურგიას მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ერს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და უკეთესი მომავალი და ქვეყნის გამთლიანება უსურვა. internet.ge