GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი გადაცემის გადარჩენის და "იმედზე" დარჩენის საშუალება არსებობს
00:18 09.10.2012
დღის სიახლეები
"ახალი სეზონიდან ჩვენი გადაცემის გადარჩენის და იმედზე დარჩენის საშუალება არსებობს" - წერს "ნანუკას შოუს" ავტორი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

"ჩვენგან ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, თუმცა მოკლედ შეგახსენებთ რა გააკეთა ამ გადაცემამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენი ოქროს ფონდი საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს ინახავს (სამწუხაროდ რამდენიმე მათგანი აღარ არის) ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას და ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გაგაცანით. ბევრ ცრემლს და ღიმილს.

არსებობენ ბიზნესმენები, ბანკირები, კერძო კომპანიის მფლობელები, რომლებიც დაადასტურებენ რომ ეს გადაცემა ბიზნესის თვალსაზრისით და ადამიანურად (მიღებულ რეზონანსებს და გამოხმაურებებს ვგულისხმობ) ძალიან მომგებიანი იყო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაცემა გავიტანოთ "თი-ბი-სი TV"-ში, თუ მხოლოდ ჩვენი გადაცემების არქივით იხელმძღვანელებთ, ანუ იმით, თუ რა გავაკეთეთ ქართულ ტელე-სივრცეში ამ წლის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გეგმა წარვუდგინოთ იმ ადამიანებს (ბიზნესმენებს, ბანკირებს, კერძო კომპანიის მფლობელებს), რომლებიც ფიქრობენ "ნანუკას შოუ" ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე ისევ თქვენთან ერთად უნდა იყოს, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომელიც მათ გვერდით იყო და არის.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედი" მაუწყებლობის ფორმატს ცვლის და გასართობ შოუებს ხურავს. ეს შეზღუდვა რამდენიმე გადაცემის შემდეგ "ნანუკას შოუსაც" შეეხება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს1
მაია მიმინოშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ძველი წესით ჩატარდება2
დასუფთავების გადასახადი განახევრდა3
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არავის დამარცხება არ გვინდოდა4
ბიძინა ივანიშვილი: მინისტრობის კანდიდატების შერჩევისას პრიორიტეტს მის წარსულს ვანიჭებდი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X