საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და
უნეტარესი ილია მეორე, მახათას მთაზე
ივერიის
ღვთისმშობლის
ხატის
სახელობის
ტაძრის
ისტორიულ მშენებლობას დღეს ჩაუყრის საფუძველს. როგოპრც „ინტერნეტ.ჯი“–ს
საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი მახათაზე
პარაკლისს
გადაიხდის,
რის
შემდეგაც
ტაძრის
საკურთხევლის
ადგილზე
პირველ
მიწას
ამოიღებს.
ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები.
ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მრევლი საქართველოს ოცდათვრამეტივე ეპარქიიდან ჩამოვა.
პატრიარქის კურთხევით, მოსახლეობა
ქვებს
მოიტანს,
რომლებზეც,
ლოცვასთან
ერთად,
მათი
ოჯახის
წევრებისა
და
მათთვის
ძვირფასი
ადამიანების
სახელები
იქნება
დატანილი.
აღნიშნული ქვები
ტაძრის
საძირკველში
იქნება
ჩაბრძანებული.
სპეციალურად ამ დღისთვის, პატრიარქის
კურთხევით,
დაიწერა
ანდრია
წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც
მშენებლობის
მფარველად
მიიჩნევა.
მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ფონდ "ივერიის"-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც
პატრიარქის
ლოცვა-კურთხევით
მახათას
მთაზე,
ივერიის
ღვთისმშობლის
ხატის
სახელობის
ტაძრის
ისტორიულ
მშენებლობას
უდგას
სათავეში.
ტაძარს საზოგადოება და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთად აშენებენ. სახალხო
აქციაში
უკვე
145 ათასი
ადამიანია
ჩართული.
იქმნება
ცოცხალთა
და
გარდაცვლილთა
წიგნი,
რომელშიც
ტაძრის
აღმშენებელი
მილიონობით
ქართველის
გვარ-სახელი
ჩაიწერება.
internet.ge