ხაშურის რაიონულ სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის" სარჩელის განხილვა დასრულდა.
მოსამართლემ საიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და
ხაშურის ოლქის 2 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო.
არასამათავრობო ორგანიზაცია, არჩევნების შედეგების გაუქმებას ხაშურის
რაიონის მე-5 უბანზე ითხოვდა, თუმცა მოსამართლის
გადაწყვეტილებით, შედეგები 35-ე
საარჩევნო ოლქის მე-2 და მე-13 უბნებში
გაუქმდა.
Internet.ge