გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია
„ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში 4 უბნის შედეგების
ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით,
ყვარელში სპეცსიებში შეყვანილ სამხედრო პირებს მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის
მიცემის უფლება არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში არჩევნებში
გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მარიკა
ვერულაშვილია.
Internet.ge