GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა
13:07 09.10.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველმა დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების შესახებ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი შენობების უკანონო დაკავებისგან, რათა პროცესი არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასევე აუცილებელია დევნილი მოსახლეობა ადექვატური საცხოვრებელი ფართით მაქსიმალურად მცირე დროში დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა დევნილთა მიერ დაკავებული ობიექტების მონიტორინგი. კერძოდ, მონახულებულ იქნა თბილისში ბაქოს ქ. 1-ში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული შენობები და ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „საქნავთობის“ შენობა. თითოეულ მათგანში ამ წუთამდე რჩებიან დევნილები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სამივე შენობაში მყოფ დევნილთა შორის არიან ყველა კატეგორიის დევნილები, თუმცა მათი უმეტესობა კერძო სექტორს მიეკუთვნება. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის საუბრობდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გაწერილი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის მიმდინარეობის ნელი ტემპების შესახებ. არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ე.წ. კერძო სექტორის დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეტაპი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული და აუცილებელია დევნილი მოსახლეობა ადეკვატური საცხოვრებელი ფართით მაქსიმალურად მცირე დროში დაკმაყოფილდეს“,- ნათქვამია განცახდებაში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ადგილი აქვს სხვადასხვა კატეგორიის დევნილთა მხრიდან შენობებში შესვლისა და ფართების დაკავების ფაქტებს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული უკანონო ხასიათს ატარებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
აჟუბალისი: ეუთოს მისია კონფლიქტის მთელს ტერიტორიაზე უნდა დაიშვას3
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა4
სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X