დღეს, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახემწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში ვატიკანის ელჩს, მონსინიორ მარეკ სოლჩინსკის შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრისა და ვატიკანის ელჩის შეხვედრა სტამბოლში ქართული კათოლიკური სავანის საკითხებს ეხებოდა.
სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე 1861 წელს, სტამბოლის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა. კონგრეგაცია დღიდან დაარსებისა მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა: ეკლესიაში ქართული სტამბაც ფუნქციონირებდა,
იყო მამათა და დედათა მონასტრები, ქართულ–ფრანგული და ქართულ–ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სასულიერო სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო
საგნების გარდა ქათული ენის გრამატიკაც ისწავლებოდა.
ქართულ
ეკლესიაზე მუშაობა მეცნიერთა ჯგუფმა გასულ ზაფხულს ვატიკანში დაიწყეს.
internet.ge