ჟურნალისტი ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
14:15 10.10.2012
|
დღის სიახლეები
|
"ბატონო ბიძინა, ძალიან გთხოვთ, ისეთ ადამიანს ნუ შეარჩევთ განათლების და მეცნიერების მინისტრად, რომ გვაფიქრებინოთ, თითქოს არც განათლება და არც მეცნიერება ამ ეტაპზე თქვენთვის პრიორიტეტული არ არის! ძალიან გთხოვთ!" - ეს განცხადება ია ანთაძეს ეკუთვნის.
ჟურნალისტმა მომავალ პრემიერ-მინისტრს ფეისბუქის საშუალებით მიმართა და აღნიშნული პოსტი საკუთარ კედელზე დაწერა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ახალ მინისტრთა კაბინეტზე კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ გრძელდება, განათლების მინისტრის კანდიდატურად შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი განათლების მინისტრი - ალექსანდრე კარტოზიაც სახელდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|