საქართველოს
რკინიგზაში
აცხადებენ,
რომ
"საქართველოს
რკინიგზის"
ხელმძღვანელი
ირაკლი ეზუგბაია შეხვედრებს სატრანზიტო მარშრუტის წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციებთან მართავს.
აღნიშნული
განმარტება, რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა
"თავისუფალი
საქართველოს"
განცხადების
საპასუხოდ
გაავრცელა.
„რკინიგზა
აგრძელებს
მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 16-17 ოქტომბერს აშხაბადში იმართება სარკინიგზო ადმინისტრაციების
საბჭოს (დსთ, ბალტიისპირეთი, საქართველო, ბულგარეტი, ფინეთი) მორიგი სხდომა. განიხილება რიგი საკითხების, მათ შორის საერთო სავაგონო პარკის მართვის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ-კავკასიური სატრანზიტო მარშრუტის სამომავლო ორგანიზებისათვის.
გენერალური
დირექტორი
აწარმოებს“,-
აღნიშნულია
განცხადებაში.
როგორც
სამსახურში
განმარტავენ, რკინიგზისათვის მშვიდ სამუშაო რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება
აუცილებელია.
საქართველოს
რკინიგზას ანგარიშზე აქვს 250 მილიონი ლარი, 85% ტვირთების არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეც ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა
გეგმაზომიერი
მომსახურება,
მიმდინარეობს
სტრატეგიული
პროექტები, ევროობლიგაციები,
რომელიც წარმატებულად თავსდება, არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ. შესაბამისად, საზოგადოებას ვთხოვთ, ფრთხილად მოეკიდოს რადიკალურ განცხადებებს რკინიგზასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია საქართველოდან გაიქცა.
პარტიის
ცნობით, საქართველოს საზღვრები ეზუგბაიამ გარემოცვასთან ერთად დატოვა.
პარტიის
განცხადებით
ეზუგბაია თავს აშშ-ს აფარებს.
internet.ge