ჩინეთის ქალაქ სინსიანგის მოსახლეობა გაურკვეველმა
ცხოველმა დააფრთხო, რომელიც ქუჩებში შენიშნეს.
ამ ქალაქში რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია
განთავსებული და ხალხი დარწმუნებულია, რომ მათი შეშფოთების მიზეზი გენეტიკური
ექსპერიმენტის ობიექტია.
არსება უფრო ძაღლს ჰგავს - ბულტერიერს, თუმცა
ამასთანავე, ტანი შიშველი აქვს და მხოლოდ თავზე აქვს თმა. ასევე აქვს თმიანი კუდი,
კანი კი შავი ლაქებით დაფარული.
პოლიციამ შეშინებულ მოსახლეობას დამშვიდებისკენ
მოუწოდა და განუმარტა, რომ სინსიანგის ქუჩებში მოსიარულე არსება ჩვეულებრივი ძაღლია,
თუმცა საქმის მცოდნე ადამიანები ამტკიცებენ, რომ ძაღლის ასეთი ჯიში არ არსებობს და
მაინც იმ ვერსიას ეთანხმებიან, რომ აღნიშნული არსება გენეტიკური დეფექტის ან
სულაც, გენეტიკური ექსპერიმენტის მსხვერპლია.
Internet.ge