თელ-ავივის
საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა შეაფერხა, რომელიც
რადარებმა დააფიქსირეს.
ბენ-გურიონის
აეროპორტში ამის გამო ფრენა შეწყდა, ცაში კი გამანადგურებლები აფრინდნენ.
გაირკვა, რომ
ობიექტი არ იყო მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ან თვითმფრინავი და შესაბამისად,
ქვეყნის უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა.
ობიექტი
ისრაელის საჰაერო საზღვრის სიახლოვეს დაფიქსირდა. ვითარების გარკვევის შემდეგ
აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
ანალოგიური
ინცინდენტი 7 ოქტომბერსაც მოხდა. მაშინ უცნობი ობიექტი ქვეყნის საჰაერო საზღვრებში
ხმელთაშუა ზღვიდან შეიჭრა. ნახევარი საათის განმავლობაში მას უბრალოდ
აკვირდებოდნენ, შემდეგ კი ჩამოგდება გადაწყვიტეს.
საჰაერო
ხომალდის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია, მის ნაწილებს სპეციალისტები სწავლობენ.
Internet.ge