სააკაშვილის მიერ მისი
პარტიის წაგების აღიარება დადებითი მაგალითია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ
მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის - წერს გერმანული გაზეთი Deutsche
Welle სტატიაში „დემოკრატი სააკაშვილი“.
“ამით საქართველოს პრეზიდენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ
ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელისუფლების მშვიდობიანი
ცვლა შესაძლებელია, რომ ამას შეიძლება შეეგუოს წაგებული მხარე. სხვათა შორის, ეს მეტნაკლებად მარტივი განსაზღვრებაა დემოკრატიისა. თუმცა ამით,
სააკაშვილმა კარგი სამსახური გაუწია თავის ქვეყანას და დემოკრატის ნაწილობრივ შერყეული იმიჯი აღიდგინა,“ - აღნიშნავს
ავტორი.
გამოცემა
აღნიშნავს, რომ იმავდროულად, პრეზიდენტმა სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა გამარჯვებულ
„ქართულ ოცნებას“.
„ივანიშვილი,
რომლის პოლიტიკური გეგმები აქამდე არცთუ გასაგები იყო, ალბათ, პრემიერ-მინისტრი
გახდება და მან უნდა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები. ეს კი, პრობლემებით
გატანჯული საქართველოსთვის ძალიან რთული ამოცანაა. უფრო რთული იქნება, როცა 44
წლის სააკაშვილი თავის პარტიასთან ერთად პარლამენტში მძლავრ ოპოზიციას შექმნის.
არჩევნები ჩატარდა - ემზადე არჩევნებისთვის: ასე ჟღერს დემოკრატიის მეორე მთავარი
პრინციპი. საქართველოსთვის და მთელი ევროპისთვის ასეთი დემოკრატიული პროცესი
მხოლოდ სასარგებლო იქნება,“ - წერს Deutsche Welle.
Internet.ge