GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აუდიტის სამსახური პოლიტიკურ სუბიექტებს რეკომენდაციით მიმართავს
17:15 11.10.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ფინანსური დეკლარაციების შევსებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.

"2012 წლის საპარლამენტო არჩვნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით კანონით დადგენილი ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. ორივე საარჩევნო სუბიექტმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში უკვე წარუდგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშბრუნვის ამსახველი დეკლარაცია აუდიტორულ დასკვნასთან ერთად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფინანსური მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დეტალურად შეისწავლა საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ფინანსური ანგარიშგების ამსახველი დეკლარაცია, რათა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიეღო გონივრული რწმუნება საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების სისწორისა და სისრულის თაობაზე. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგებების შესწავლისა და მათი ანალიზის შედეგად სხვადასხვა სახის შეცდომები გამოიკვეთა. დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში წარმოსადგენი აქვთ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგების ფორმები, გაითვალისიწინონ შეცდომები, რათა მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობა მაქსიმალურად გამოირიცხოს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს1
დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგი იწყება2
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს3
ირმა ინაშვილი: "პიკის" ჟურნალისტებო, დებილების თამაშს თავი დაანებეთ4
ხატიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედიაჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X