თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სამეგრელოში
იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა.
ალასანიას თქმით, ყველა ის პროექტი, რომელზეც ის წინასაარჩევნო
პერიოდში საუბრობდა, აუცილებლად განხორციელდება.
„მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის უწყებაში იქნება ჯარისკაცი და მისი
სოციალური უზრუნველყოფა. ეს უწყება კორუფციისგან გათავისუფლდება და იქნება
გამჭირვალე“,- განაცხადა ალასანიამ.
Internet.ge