GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილმა საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს აღდგომა მიულოცა
14:37 16.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, თბილისში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს ეწვია და ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მინისტრი პირადად გაესაუბრა ბავშვებს და ადგილზე გაეცნო ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობას.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში, რომელიც 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა, 10-17 წლამდე მზრუნველობამოკლებული 10 ბავშვი და ხუთი აღმზრდელია. ბავშვები ბავშვთა სახლ "სათნოება"-დან არიან გადმოსულები. თითოეული მათგანი სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით, ჩატარებული აქვთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. სკოლაში დადის შვიდი ბავშვი, ორი მათგანი კი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ბიოლოგიურ ოჯახს მიახლოებულ გარემოს, სადაც ბავშვები დედობილ-მამობილთან ერთად გაიზრდებიან. სახლში 8 - 10 ბავშვი ცხოვრობს. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და სამედიცინო მომსახურებით. ბავშვები სწავლობენ თვითმოვლას, ინვითარებენ ცხოვრებისეულ, პროფესიულ და ასევე, იმ აუცილებელ სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს. ხდება მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

დღეისათვის საქართველოში სულ 37 ასეთი ტიპის სახლია, სადაც განთავსებულია 304 ბავშვი.

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს დიდი ზომის ბავშვთა სახლების ჩანაცვლება მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის სერვისით. დღეისათვის საქართველოში 46 დიდი ზომის ბავშვთა სახლიდან მხოლოდ 10 ფუნქციონირებს. 2012 წლის ბოლოსათვის კი დიდი ზომის ბავშვთა სახლები საერთოდ აღარ იარსებებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ანქვაბმა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების გაკონტროლება მოითხოვა1
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს2
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით3
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იშვიათი ინფექციითაა დაავადებული4
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X