მოერიდოთ უჰაერო, თამბაქოს კვამლით სავსე ადგილებს. ნუ იკამათებთ ხელმძღვანელებთან. ნუ ჩაეძიებით
წვრილმანებს.
ნურავის
გააკრიტიკებთ.
ნუ
მოწყვეტთ
ყვავილებს.
რთული
დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის,
გამოცდების
ჩასაბარებლად,
უძრავი
ქონების
ყიდვა-გაყიდვისათვის.
მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი, სელენიტი, მალაქიტი, კვარცი, ყვითელი და მწვანე იასპი.
ფერებიდან დადებითია: ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი.
სიზმრები გვამცნობს მომავალი წინააღმდეგობების შესახებ. სასიკეთო
დღეა
საფინანსო-საბანკო
ოპერაციებისათვის,
სწავლისათვის,
საქმიანი
მიმოწერისათვის,
რევიზიისა
და
კონტროლისათვის,
ვაჭრობისათვის,
დალაგება-დასუფთავებისათვის,
ქიმწმენდისათვის,
ჰიგიენისა
და
ჯანმრთელობისათვის. აუცილებელი
პრეპარატების
შესაძენად,
თმის
შესაჭრელად (შემდგომ ნელა გაიზრდება). დიეტის დასაწყებად, სამეცნიერო კვლევისათვის. სხვათა თხოვნის
გარეშე
მათ
საქმეში
ნუ
ჩაერევით.
ჯანმრთელობის
მხრივ
სუსტდება
ნაწლავთა
სისტემა,
ელენთა,
კუჭქვეშა
ჯირკვალი.
დღე დადებითია კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისათვის. უარყოფითია - ვერძის,
მშვილდოსნისა
და
მერწყულისათვის.
Internet.ge