სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური მომსახურება შეღავათებით განხორციელდება. ტრანსპორტის
პროფკავშირის
თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ტექნიკური მომსახურების მიღებისას არჩევანის გაკეთების საშუალება მომავალი კვირიდან ექნებათ.
როგორც ალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, მანქანის დაზღვევის პირობების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მომსახურება მხოლოდ კომპანია
"GT მოტორსში"
შეეძლოთ.
"თბილისის მიკროავტობუსთან" ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მომავალი კვირიდან, მძღოლები შეძლებენ, რომ პერიოდული ტექნიკური მომსახურებისას, ზეთის, ფილტრების, საყრდენი და სამუხრუჭე დისკების გამოცვლისას კომპანია თავად შეარჩიონ",- აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.
Internet.ge