GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (8 - 14 ოქტომბერი)
23:02 13.10.2012
დღის სიახლეები

ვერძი: კარგი გუნება-განწყობა ოპტიმიზმს შეგმატებთ. ადვილად მიიზიდავთ გარშემომყოფთა ყურადღებას. უცხოელებთან ურთიერთობა გაგიფართოებთ კონტაქტებს და გაგიუმჯობესებთ საქმიან კავშირებს. ფიანანსურ საკითხებში, ცდუნებების მიუხედავად, ეცადეთ არ გარისკოთ. პროფესიონალურ საქმეებსა და ფინანსებში წინსვლა ერთი-ორად გამოგისწორებთ განწყობას, თუმცა პერიოდულად აუცილებლად განმარტოვდით და დაისვენეთ, რათა არ გადაღალოთ ნერვული სისტემა.

კურო: აუცილებელი ხარჯები ახლობლებთან კონფლიქტს გამოიწვევს. კოლეგებთან კეთილგანწყობის შესანარჩუბენლად მოერიდეთ მათ კრიტიკასა და სარკაზმს. ეცადეთ არ იკონფლიქტოთ გარშემომყოფებთან, არ გაამუქოთ მოვლენები და არ ინერვიულოთ, რათა არ გაიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში მეუღლის ან საყვარელი ადამიანის საქმით დაკავება თქვენდამი ყურადღების ნაკლებობას გამოიწვევს, რაც შესაძლოა თქვენი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.

ტყუპები: გაიზრდება თქვენი რისკისა და ავანტიურებისადმი ლტოლვა. ბედნიერი შემთხვევა კი ახალ სასიყვარულო კავშირს ან ახალ მომგებიანი წინადადებას შემოგთავაზებთ. კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს მდგომარებას კიდევ უფრო გაამყარებს. ხელმძღვანელი პირების კეთილგანწყობა კი დადებითად აისახება თქვენს საქმეებსა და შემოსავალზე. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაკაჟებლად და იმიჯის შესაცვლელად. შესაძლოა უცხოეთიდან მიიღოთ საჩუქარი ან სასიამოვნო ახალი ამბავი შეიტყოთ.

კირჩხიბი: კარგი დროა დასვენებისა და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. შესაძლოა შეცვალოთ ინტერიერი, წამოიწყოთ რემონტი ან ბინის რეკონსტრუქცია. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში არასტაბილური საქორწინო კავშირები შეიძლება განქორწინებით დასრულდეს, რასაც იურიდიული პრობლემებიც მოჰყვება, ამიტომ ნუ აჩქარდებით და მეტად უსმინეთ შინაგან ხმას. შესაძლოა მოგიწიოთ მშობლების მოვლა ან მათი პრობლემების მოგვარებაც. ეს დრო არ უწობს ხელს უცხოელებთან ურთიერთობასა და მოგზაურობას.

ლომი: უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუკავშირდება მოგზაურობებს, უცხოელ პარტნიორებსა და ახალ შემოთავაზებებს. გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მართვა. ადვილად მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. სამსახურში შესაძლოა ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ, რაც ხელს შეგიშლით მუშაობაში.მოგზაურობა კი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

  ქალწული: პროფესიონალურ საქმეებში სჯობს რთული ამოცანები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს. წარმატების მისაღწევად მეტად უსმინეთ ინტუიციას. გაიზედება კონტაქტებისა და მოკლე გადაადგილებების რაოდენობა, თუმცა მოგიწევთ გარკვეული დრო დაუთმოთ მშობლებისა და ნათესავების საქმეებსაც. სასიყვარულო ურთიერთობების, გართობისა და დასვენებისათვის არასაკმარისი ფინანსების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გადაღალოთ ორგანიზმი.

სასწორი: თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ახალი პროფესიონალური მწვერვალების დაპყრობა. შესაძლოა დაიწყოთ საკუთარი საქმეც, თუმცა მისი წარმატებულობა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზება გაგიადვილდებათ ძველი პარტნიორთა დახმარებით. ეს კარგი დროა ახალი ნაცნობობისათვის და საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები კი სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

მორიელი: აქტიური მოქმედებების სურვილი მოგეძალებათ, თუმცა ამის გამო გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირება მოგიწევთ. გაგაღიზიანებენ მშობლებიცა და უფროსი თაობის ადამიანებიც, ამიტომ ეცადეთ ნაკლებად იკამათოდ მათთან. ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისას გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი. გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა და ვნებიანობა, თუმცა სჯობს მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში გართობას, რადგან დაქვეითებული იმუნიტეტის გამო მაღალია ვირუსებით დაავადების ალბათობა.

მშვილდოსანი: წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. ეცადეთ აღიარებისათვის ზედმეტი ენერგი არ დახარჯოთ და გარშემომყოფებს იაფფასიანი ხრიკებით არ მოაწონოთ თავი. წინდახედულად იმოქმედეთ, რათა ფარულმა მტრებმა ან შურიანმა ადამიანებმა მახე არ დაგიგონ. ახალი სასიყვარულო პარტნიორი სავარაუდოდ თქვენი კოლეგა ან თანამოაზრე იქნება. უცხოელებთან კონტაქტი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. მიუხედავად კარგი გუნება-განწყობისა, ეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

თხის რქა: თავს სტაბილურად იგრძნობთ. კარგი დროა შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ხელოვნების სფეროში საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისათვის. ეცადეთ არ მოიაქციოთ ყურადღება უეცრად წარმოქმნილ წინაარმდეგობებს, და დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. მოგინდებათ პირად ცხოვრებაში მეტი სიხალისის შემოტანა, თუმცა ამის საშუალებას არ მოგცემთ საყვარელი ადამიანის მოუცლელობა. შორეული და საქმიანი მოგზაურობა კი სჯობს გადადოთ.

მერწყული: შინაგანი მიშვიდე და ჰარმონიული განწყობა სტაბილური ჯანმრთელობისა და ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი გახდება. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. არსებობს კარიერაში წინსვლის დიდი ალბათობაც. თუ საქორწინო ან სასიყვარულო კავშირი არ გაკმაყოფილებთ, შესაძლოა დაფიქრდეთ მის დაშლაზე. კოლეგასთან დაწყებული სასიყვარულო კავშირი კი გარშემომყოფების საჭორაო თემად შეიძლება გადაიქცეს. კონტაქტებისა და გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ.

თევზები: ბავშვებს შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეთ, რაც მოგთხოვთ ყურადღებასა და დროს. დამოუკიდებლობის მოთხოვნილება ძალზედ გაიზრდება და მოგინდებათ განცალკევებით ცხოვრება და მუშაობა. გაიზრდება შემოსავალიც, თუმცა ამისათვის შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება და უცხოელებთან კავშირის გამყარება. ეცადეთ კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ დაიცვათ სამართლიანობა. ეს კარგი პერიოდია სიყვარულისათვის, გართობისა და დასვენებისათვის. მშვენიერი ჯანმრთელობა დაგეხმარებათ ძველი საქმეების დასრულებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საგზაო დეპარტამენტს ზაქარია ხუნწარიშვილი უხელმძღვანელებს1
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (8 - 14 ოქტომბერი)2
The New York Times: ივანიშვილი არაპროგნოზირებადია და ექსცენტრულ რაღაცეებს ამბობს3
აუდიტის სამსახური პოლიტიკურ სუბიექტებს რეკომენდაციით მიმართავს4
ურჯუკაშვილისა და ზიბზიბაძის ლელოები საფრანგეთში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X