ხუხაშვილი: ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვოლსკის ნომრიდან საშინელი გინების ტექსტი მივიღე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ‘’აქცენტებში"
სტუმრობისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ შექმნა თუ არა
პრობლემები კოალიციაში, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უპასუხა, რომ კოალიციაში ამ ჩანაწერების
არ სჯერათ.
‘’მე კოალიციის შიგნით პრობლემებს ვერ ვხედავ, ეს იყო
სასაცილო ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები, რომ ამაზე წამოვეგოთ.
ერთ-ერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ,
რომელშიც მე გია ვოლსკის თითქოს ვუწოდებ საშინელ სიტყვას, ღამე მივიღე მისი ნომრიდან
საშინელი გინების ტექსტი, რაც აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა" - განაცხადა ხუხაშვილმა
და დასძინა, რომ ეს გამოსაძიებელი საკითხებია და მალე დადგება დრო, როდესაც ამ ბავშვური
თამაშების ავტორებს გაარკვევენ.
Internet.ge