ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის
პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებიდან მოსკოვმა კვალი
წაშალა. ტუ-154-ის ნარჩენებიდან გადარეცხილია
ყველაფერი, რაც ამ დეტალებს ნივთიერი მტკიცებულების მნიშვნელობას აძლევდა -
იუწყება „რეგნუმ.რუ“.
პოლონეთი უკვე 2 წელია ითხოვს მოსკოვისგან ამ
ფრაგმენტების გადაცემას, თუმცა ამაოდ. ახლა კი, პოლონეთის დელეგაციის წევრებმა
საკუთარი თვალით ნახეს „გასუფთავებული ნივთმტკიცებულებები“, როცა სმოლენსკში 10
აპრილს, კატასტროფის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად იყვნენ ჩასულები.
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ უკვე მოსთხოვა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს აეხსნათ ის მიზეზები, რის გამოც მტკიცებულებები
გაანადგურეს, თუმცა, მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ თავად საგამოძიებო კომიტეტს
ეს არ გაუკეთებია.
ფრაქცია „სოლიდარული პოლონეთის“ დეპუტატმა ანჟეი დერამ განაცხადა, რომ
თვითმფრინავის ნაწილების „გასუფთავება კვალის წაშლას ნიშნავს“.
Internet.ge