გაზეთ "ქართული სიტყვის" ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მას 22 სექტემბერს გამართულ აქციაზე სამართალდამცველების საქმიანობაში ხელის შეშლა ედებოდა ბრალად.
ჟურნალისტის ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებით, დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება წარადგინა, რომელიც ჟურნალისტის უდანაშაულობას ამტკიცებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
internet.ge