ომსკის ქუჩები უცნაური ფიფქებით დაიფარა. ეს ზუსტად იმ ადგილებში მოხდა, სადაც ანალოგიურ მოვლენას მიმდინარე წლის 16 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი.
თეთრი ფანტელების მსგავსი ნალექი უფრო სარეცხის ფხვნილს ჰგავს.
ვარაუდობენ, რომ მოვლენა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაზპრომნეფტის მუშაობის შედეგია, საიდანაც ქიმიური შემადგენლობის ფხვნილის ამოფრქვევა მოხდა.
16 აგვისტოს შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ამოფრქვეული მასა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, თუმცა მოსახლეობას ამაში ეჭვი ეპარება.
Internet.ge