მინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ (VIDEO)
"მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ"... ასე ემუქრებოდა ITV-ის ჟურნალისტს დევნილთა და განსახლების მომავალი მინისტრი დავით დარახველიძე, რაჭაში ყოფნის დროს, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.
აღნიშნულ ვიდეოს ITV ავრცელებს, სადაც დარახველიძის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ამსახველი კადრებია ასახული.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა და განსახლების მინისტრობის პოსტზე დავით დარახველიძის კანდიდატურა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა.
იხ. წყაროinternet.ge