ტიბას პრეფექტურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
სპეციალისტებმა ინვალიდის ეტლის ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც სიარული შეუძლია.
პრაქტიკულად, ეს არის რობოტი, რომელსაც კიბეზე
ასვლაც შეუძლია და ბორბლებს ფეხებივით ხმარობს.
რობოტი ჯოისტიკით იმართება. ოპერატორმა მას
ბარიერზე უნდა მიუთითოს, შემდეგ კი ეტლი თავად გადაწყვეტს, როგორ გადალახოს
წინააღმდეგობა. მასში სენსორებია დამონტაჟებული და ის ყველა წინაღობას ხედავს, რაც
მის სიახლოვესაა, თანაც არა მარტო წინ, არამედ უკანაც.
კიბეზე ასვლისას ის თავის „ფეხებს“ რიგრიგობით
სწვეს მაღლა, მას ერთ ადგილზე, ასევე, 180 გრადუსით შემობრუნებაც შეუძლია.
ჯერჯერობით, რობოტი-სავარძლები მხოლოდ მოდელის
სახით შექმნეს, მას საზოგადოებას წარუდგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება
სერიული წარმოება.
Internet.ge