ლონდონის ჰიგიენის სკოლამ დედოფალ მარიას
უნივერსიტეტთან ერთად დაადგინა, რომ ყოველდღიური გამოყენების საგნები ფეკალური
ნაწილაკებითაა დაბინძურებული, ამიტომ ხელების დაბანა ავტომატურ ჩვევად უნდა იქცეს.
განსაკუთრებით დაბინძურებული აღმოჩნდა საბანკო
ბარათები. მეცნიერთა კვლევამ ცხადყო, რომ ყოველ მეათე საბანკო ბარათზე ფეკალიების
კვალი გვხვდება. უფრო საგანგაშო ვითარებაა ფულთან დაკავშირებით, რომელიც
სპეციალისტებმა, დაბინძურების თვალსაზრისით, უნიტაზის გვირგვინს შეადარეს.
ჩატარდა ხელების სისუფთავის მხრივ კვლევაც,
რომელმაც გამოავლინა, რომ ადამიანთა 26% ხელებზე ფეკალიების კვალი აღმოაჩნდათ,
ხელის დაბანის ჩვევა კი მხოლოდ 39% ჰქონდა. ამასთან, გამოკითხულთა 91% ამტკიცებდა,
ანუ მათი დიდი ნაწილი ცრუობდა, რომ ტუალეტის შემდეგ ხელს იბანდა.
ამდენად, ადამიანმა შეიძლება თავადვე დაიავადოს
თავი, თუკი ისედაც დაბინძურებულ გარემოში ელემენტარულ ჰიგიენას ცხოვრების წესად არ
აქცევს. ხოლო თუ სუფთა ხელების პრობლემა აღარ იქნება, ექიმების თქმით,
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ინფექციების შემთხვევები 42%-მდე შემცირდება.
Internet.ge