მოციგურავე ელენე
გედევანიშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ძალიან სურს სოჭის
ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა.
„ოლიმპიადა ოცნებაა
ყოველი სპორტსმენისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემი ქვეყნის გადაწყვეტილება
იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდება ჩემი ძმაც -
მოთხილამურე, რომელიც ახლა ამერიკაში ვარჯიშობს. ასე რომ, მე მოხარული ვარ
გადაწყვეტილების - გაიგზავნოს ჩვენი ნაკრები რუსეთში. მე იქ რამდენიმე წელი
ვცხოვრობდი და ახლა სიამოვნებით ჩავალ,“ - განაცხადა სპორტსმენმა გაზეთ
„იზვესტიასთან“ საუბარში.
ელენე გედევანიშვილის
თქმით, ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობა მასზე ნეგატიურად არ ასახულა.
„ჩვენ მართლმადიდებლები
ვართ და უნდა ვიცოდეთ პატიება. იმ მოვლენების მერე, 2010 წელს, მე ვიყავი მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე. არანაირი ცუდი
შეგრძნებები არ მქონია. მე ძალიან თბილად მიმიღეს და ყველაფერი კომფორტულად იყო,“
- განაცხადა მან.
Internet.ge