მიმდინარე კვირას ქობულეთში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება.
როგორც
დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ
განაცხადა, ცენტრის გახსნას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
მანჯგალაძის
შეფასებით, ის რეფორმები, რაც განათლების სისტემაში ხორციელდება, უმუშევრობის დასაძლევად მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ,
რომ რამდენიმე დღის წინ პროფესიული გადამზადების ცენტრი ოზურგეთშიც გაიხსნა.
Internet.ge